2023 წელი 12 (25) სექტემბერი ორშაბათი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულის წარგზავნა ხსენება: წმ. მღვდელმთავრისა გიორგი ჭყონდიდელისა (XII); მღვდელმოწ. დოსითეოზ თბილელისა (1795); მღვდელმოწ. ავტონომესი, იტალიელი ეპ. (313); მოწ. იულიანესი და მისთანა 40 მოწამეთა (IV); მოწ. თეოდორე ალექსანდრიელისა; მღვდელმოწ. კორნუტისა, ნიკომედიელი ეპ. (249-259). ლიტ. - ეფ. 219 დას. I, 22 - II, 3. მკ. 48 დას. X, 46-52. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28. საღამოს მსახურება: IX ჟამი - მწუხრის ჟამი - სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი - ცისკრის ჟამი - I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი - VI ჟამი - საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან. კვირის ციკლისა --- არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლისა --- ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი.2 ტიპიკონი: ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულის წარგზავნა. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი: - ტროპარები: აღდგომისა (ჴმა VII) და მოწამეთა. - კონდაკი: დღესასწაულისა. მწუხრი: - „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება. - „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. - რიგითი კანონი - არ აღესრულება. - „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება BVI ჴმაზე). - „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები 6 მუხლად: - დღესასწაულის - 6 მუხლი (ჴმა VI). „დიდება“ „აწდა“ მისივე: „დღეს მჯდომარემან...“ (ჴმა VI). - შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. - წარდგომა - დღისა. - „სტიქარონსა“ ზედა დასდებელნი: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ „აწ და“ მისივე: „მოვედით ყოველნი...“ - „აწ განუტევე“. - შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: - ტროპარი დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ (ჴმა IV) 1-გზის. ცისკარი: - „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე). ტროპარი დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ (ჴმა IV) 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ - იგივე. - რიგითი კანონები: მე-4 და მე-5. - რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები. - წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა: დღესასწაულისა. „დიდება“ „აწ და“ - იგივე. - 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის). II კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის). - კატავასია: „ჯვარი დასახა მოსე...“ - „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა“. - შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა დღესასწაულისა: „ქალწული მარიამ...“ (ჴმა IV).3 „დიდება“ „აწ და“ - იგივე. - შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა. - შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“ (ამ საკითხში გარკვევის მსურველებმა იხ. ფეისბუკში „მედავითნეზე” ბლოკი: კითხვა-მიგება 201). - შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): - „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „დღეს უნაყოფოსა...“ „დიდება“ „აწ და“ - იგივე. - „ყოველი სული“ - იგალობება. - „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა 4 მუხლი (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ მისივე: „ესე არს დღე...“ - „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. - ტროპარი დღესასწაულისა: „შობამან შენმან...“ (ჴმა IV) 1-გზის. ჟამებზე: - ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა. ლიტურგია: - „გამომსახველობითი ანტიფონები“. - III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - დღესასწაულის IX გალობიდან 8 მუხლი (ძლისპირით) „დიდება“„აწ და“-თი. შესვლად: - ტროპარი - დღესასწაულისა. „დიდება“ „აწ და“ - კონდაკი - დღესასწაულისა. წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და დღესასწაულისა. წარდგომა (ჴმა III): „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“. მუხლი: „რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“. ალილუია (ჴმა I): „ისმინე ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი“. მუხლი: „პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი“. განიცადე: „სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ“. „ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი ბერწთაგან...“ და IX გალობის ძლისპირი: „განჰკვიდრეს ზესკნელსა ცანი...“.
2023 წელი 13 (26) სექტემბერი სამშაბათი ჯვართამაღლების წინადღესასწაული ხსენება: დიდმოწ. საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმ. ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335); მღვდელმოწ. კორნილიოს ასისთავისა (I); მოწ. კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწ. სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწ. მაკრობიოსისა და გორდიანესი (IV); მღვდელმოწ. იულიანე ხუცისა (IV); მოწ. ილიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირ. პეტრე ატროელისა (IX). ცისკ. - მთ. 62 დას. XV, 21-28. ლიტ. - დიდმოწ. - 2 კორ. 181 დას. VI, 1-10. ლკ. 33 დას. VII, 36-50. განახ. - ებრ. 307 დას. III, 1-4. მთ. 67 დას. XVI, 13-18. რიგ. - ეფ. 222 დას. II, 19 - III, 7. მკ. 50 დას. XI, 11-23. საღამოს მსახურება: IX ჟამი - დიდი მწუხრი - სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი - დიდი ცისკარი - I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი - VI ჟამი - საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან. კვირის ციკლისა --- არ აღესრულება. სადღეღემისო ციკლის --- ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: დღესასწაულის წინა პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანი“ (IV რანგის) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი: - ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა. დიდი მწუხრი: - „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება. - „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება. - „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი. - „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება BVI ჴმაზე). - „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებელნი 8 მუხლად: - განახლებისა - 3 მუხლი (ჴმა VI). - წმ. ქეთევანისა - 5 მუხლი (ჴმა II). „დიდება“ წმიდისა: „განცხადნების უაღრეს...“ (ჴმა VI). „აწ და“ განახლებისა: „სახსენებელსა ენკენიათასა...“ (ჴმა VI). - შესვლა საცეცხლურით.5 - წარდგომა - დღისა. - საწინასწარმეტყველო - 6 (3 - განახლებისა და 3 - წმ. ქეთევანისა). - „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: წინადღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ განახლებისა: „დღეს სატფურებასა...“ (ჴმა II). „აწ და“ წინადღესასწაულისა: „საღმრთომან საუნჯემან...“ (ჴმა II). - „აწ განუტევე“. - შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი: ტროპარი წმ. ქეთევანისა: „მოწყლულმან სურვილითა...“ (ჴმა IV). „დიდება“ განახლებისა: „ვითარცა ზენასა...“ (ჴმა IV). „აწ და“ წინადღესასწაულისა: „ცხოველსმყოფელსა ჯვარსა...“ (ჴმა IV). დიდი ცისკარი: - „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე). ტროპარი წმ. ქეთევანისა: „მოწყლულმან სურვილითა...“ 2-გზის (ჴმა IV). „დიდება“ განახლებისა: „ვითარცა ზენასა...“ (ჴმა IV). „აწ და“ წინადღესასწაულისა: „ცხოველსმყოფელსა ჯვარსა...“ (ჴმა IV). - რიგითი კანონები: მე-7 და მე-8. - რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები. - წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - განახლებისა. „დიდება“„აწ და“ წინადღესასწაულისა (სადღესასწაულოდან). - „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). - „გადიდებსა“ მოწამისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). - „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: „სიჩჩოთგანვე განმსდიდრდი...“ (ჴმა IV). „დიდება“ მისივე: „აქათა ნაგევად მრაცხმან...“ (ჴმა VI). „აწ და“ მისივე: „ვითარცა ტაბლასა...“ (ჴმა VI) (სადღესასწაულოდან). - I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). - წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ (ხმა VII). მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოველისათვის რომელი ესე მომაგო მე“. - საცისკრო სახარება: მთ. 62 დას. XV, 21-28. - 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა ქეთევანისათა...“ „აწ და“- „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - „დაშრიტენ მოწამეო ცეცხლითა...“. - „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - განახლებისა - 6 მუხლი (ძლისპირი 1-გზის). II კანონი - წინადღესასწაულისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე). III კანონი - წმ. ქეთევანისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე). - კატავასია: „ჯვარი დასახა მოსე...“. - „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. - შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):6 - კონდაკი და იკოსი განახლებისა (ჴმა IV). - წარდგომა განახლებისა: „კარავი ქრისტემან...“ (ჴმა VIII). „დიდება“ წმ. ქეთევანისა: „იქმენ შენ ვითარცა...“ (ჴმა V). „აწ და“ წინადღესასწაულისა: „განიპყრნა რა...“ (ჴმა IV). - შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი წმ. ქეთევანისა (ჴმა III). - შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. - შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): - „განმანათლებელი“ განახლებისა: „რომელმანცა პატიოსნითა...“ „დიდება“ წმ. ქეთევანისა: „აზარიელთა სახმილითა...“. „აწ და“ წინადღესასწაულისა: „ნათლისა მომცემელად...“. - „ყოველი სული“ - იგალობება. - „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - განახლებისა - 3 მუხლი. - წმ. ქეთევანისა - 3 მუხლი. „დიდება“ წმ. ქეთევანისა: „ალი საღმრთოსა...“ (ჴმა IV). „აწ და“ წინადღესასწაულისა: „ძელი სიმაღლედ...“ (ჴმა IV). - „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი განახლებისა: „ვითარცა ზენასა სამყაროსა...“ (ჴმა IV). „დიდება“ წმ. ქეთევანისა: „მოწყლულმან სურვილითა...“ (ჴმა IV). „აწ და“ წინადღესასწაულისა: „ცხოველს მყოფელსა ჯვარსა..“ (ჴმა IV). I ჟამი: - ტროპარები: განახლებისა და წმ. ქეთევანისა. - კონდაკი: განახლებისა. III ჟამი: - ტროპარები: წინადღესასწაულისა და წმ. ქეთევანისა. - კონდაკი: წმ. ქეთევანისა. VI ჟამი: - ტროპარები: განახლებისა და წინადღესასწაულისა. - კონდაკი: განახლებისა. ლიტურგია: - „გამომსახველობითი ანტიფონები“. - III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - განახლების კანონის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით). - წმ. ქეთევანის კანონის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“ - თი.7 შესვლად: ტროპრები: - განახელბისა; - წინადღესასწაულისა; - წმ. ქეთევანისა. კონდაკები: „დიდება“ - წმ. ქეთევანისა; „აწ და“ - განახლებისა. წარდგომა, ალილუია და განიცადე - განახლებისა და წმ. ქეთევანისა. სამოციქულო და სახარება - წმ. ქეთევანისა, განახლებისა და დღისა. წარდგომა (ჴმა IV): „სახლსა შენსა შვენის სიწმინდე უფალო სიგრძესა შინა დღეთასა“. მუხლი: „უფალი სუფევს, შუენიერება შეიმოსა, შეიმოსა უფალმან ძალი და გარეშეირტყა“. წარდგომა (ჴმა IV): „საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა ღმერთი ისრაილისა“. ალილუია (ჴმა II): „საფუძველნი მისნი მთათა შინა წმინდათასა, უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი“. მუხლი: „დიდებული ითქვა შენთვის, ქალაქო ღმრთისაო“. ალილუია (ჴმა I): „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისა“. განიცადე: „უფალო, შევიყვარე შვენიერება სახლისა შენისა“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
2023 წელი 14 (27) სექტემბერი ოთხშაბათი მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა. ჯვართამაღლება ხსენება: მიცვალება წმ. იოანე ოქროპირისა (407). მარხვა. ცისკ. - ინ. 42 დას. (შუათგან) XII, 28-36. ლიტ. - 1 კორ. 125 დას. I, 18-24. ინ. 60 დას. XIX, 6-11; 13-20; 25-28; 30-35. საღამოს მსახურება: IX ჟამი - მცირე მწუხრი. ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი - დიდი ცისკარი - I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი - VI ჟამი - საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან. კვირის ციკლისა --- არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლისა --- ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა. ჯვართამაღლება. შენიშვნა: მსახურების დაწყების წინ, დღესასწაულის ტროპარისა და კონდაკის გალობით, ჯვარს სამკვეთლოდან ტრაპეზზე გადაასვენებენ. „დიდებამაღალიანის“ გალობის შემდეგ, ჯვარს გამოასვენებენ საკურთხევლიდან შუა ტაძარში და დაასვენებენ ანალოღიაზე. ჯვარს საკურთხეველში შეასვენებენ დღესასწაულის წარგზავნის დღეს, ლიტურგიის ჩამოლოცვის შემდგომ.
IX ჟამი: - ტროპარები: წინადღესასწაულისა და დიდმოწამისა. - კონდაკი: დიდმოწამისა. დიდი მწუხრი: - „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იგალობება. - „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იგალობება. - „ნეტარ არს კაცი“ - არ იგალობება. - „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VI ჴმაზე). - „უფალო ღაღად-ვჰყავ“ -სა ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 8 მუხლად. „დიდება“ „აწ და“ მისივე: „მოვედით დღეს...“ (ჴმა II). - შესვლა საცეცხლურით.9 - წარდგომა - დღისა. - საწინასწარმეტყველო - 3 (სადღესასწაულოდან). - „ლიტიასა ზედა“ დასდებლები - დღესასწაულისა (ჴმა I). „დიდება“ „აწ და“ მისივე: „პატიოსნისა ჯვრისა...“ (ჴმა IV). - „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით) (ჴმა V). „დიდება“ „აწ და“ მისივე: „რომელიცა ძველად...“ (ჴმა VIII). - „აწ განუტევე“. - შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: - ტროპარი დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ - 3-გზის (ჴმა I). - პურის კურთხევა. დიდი ცისკარი: - „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე). - ტროპარი დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ (ჴმა I) 2-გზის. „დიდება“„აწ და“ იგივე. - რიგითი კანონები: მე-10 და მე-11. - რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. - წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - დღესასწაულისა. „დიდება“ „აწ და“ - მისივე. - „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). - „გადიდებსა“ დღესასწაულისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). - „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: „ხისა გემოსხილვითა...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ იგივე. - I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). - წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაც-ხოვარება ღმრთისა ჩვენისა“ (ჴმა IV). მუხლი: „უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკვირველი ქმნა უფალმან“. - საცისკრო სახარება: ინ. 42 დას. (შუათგან) XII, 28-36. - „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - იგალობება. - 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - „ჯვარო ქრისტესო ქრისტიანეთა...“ - „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - დღესასწაულისა (ძლისპირი 2-გზის) - 8 მუხლად. II კანონი - დღესასწაულისა (ძლისპირის 2-გზის) - 8 მუხლად. - კატავასია: „ჯვარი დასახა მოსე“. - „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. - შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - წარდგომა დღესასწაულისა: „შენ სამ-გზის სანატრელო...“10 „დიდება“„აწ და“ იგივე. - შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი - დღესასწაულისა (ჴმა IV). - შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“ არ იგალობება, IX ოდას (გალობას) ვგალობთ სადღესასწაულო მისამღერებით“ (ამ საკითხში გარკვევის მსურველებმა იხ. ფეისბუკში „მედავითნეზე“ ბლოკი: კითხვა-მიგება 270). - შემდგომად „ადიდებდითსა” (IX გალობისა): - „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „ჯვარო მფარველო...“ 2გზის. „დიდება“„აწ და“ მისივე: „დღეს ამაღლდები...“ - „ყოველი სული“ - იგალობება. - „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა - 4 მუხლი (I მუხლი ორგზის). „დიდება“„აწ და“ მისივე: „დღეს შემოვალს...“ - „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. შენიშვნა: „დიდება მაღალიანის“ გალობისას, ბოლო „წმიდაო ღმერთოზე“ ხდება ჯვრის გამოსვენება შუა ტაძარში. მღვდელი აიღებს წმიდა ტრაპეზზე დასვენებულ ჯვარს და ჩრდილოეთის კარით გამოდის ამბიონზე, ღია აღსავლის კარში, მხედველი აღმოსავლეთისაკენ აღამაღლებს ჯვარს და ხმამაღლა იტყვის: „სიბრძნით აღემართენით“, რის შემდეგაც დაასვენებს ჯვარს შუა ტაძარში ანალოღიაზე. გუნდი იგალობებს: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ -3-გზის. აღესრულება ჯვარზე მთხვევა და ზეთისცხება. ხოლო მედავითნე კითხელობს მუხლებს: „მოვედით მორწმუნენო...“ და „მოვედით ერნო...“ და ა. შ. „დიდება“ „აწ და“ - „დღეს ბუნებით შეუხებელი...“ - მრჩობლი კვერექსი. - თხოვნითი კვერექსი. - თავმოდრეკის ლოცვები და დიდი ჩამოლოცვა. ჟამებზე: - ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა. ლიტურგია: - „სადღესასწაულო ანტიფონები“. შესვლად: „სიბრძნით აღემართენით“. „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანისჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“. - ტროპარი: დღესასწაულისა „დიდება“ „აწ და“. - კონდაკი: დღესასწაულისა. - „წმიდაო ღმერთოს“ წილ იგალობება: „ჯვარსა შენსა თაყვანის-ვსცემთ...“ წარდგომა, სამოციქულო, სახარება და განიცადე დღესასწაულისა.11 წარდგომა: „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს“ (ჴმა VII). მუხლი: „უფალი ჰსუფევს განრისხნედ ერნი...“ ალილუია: „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“ (ჴმა I). მუხლი: „ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩვენმან წინასაუკუნეთმან შექმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა“. განიცადე: „გამოსჩნდა ჩვენ ზედა ნათელი პირისა შენისა უფალო“. „ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი...“ და IX გალობის ძლისპირი: „საიდუმლო სამოთხე ხარ ღმრთისმშობელო...“
2023 წელი 15 (28) სექტემბერი ხუთშაბათი ჯვართამაღლების შემდგომი დღესასწაული ხსენება: ღირ. ამბა იოსებ ალავერდელისა (570); დიდმოწ. ნიკიტასი (დაახ. 372); პოვნა ნაწილთა წმ. აკაკი აღმს., მელიტინელი ეპ. (III); მოწ. მაქსიმესი, თეოდოტესი და ასკლიადასი (ასკლიპიოდოტასი) (305-311); მოწ. პორფირიოსისა (361); პოვნა ნაწილთა პირველმოწ. სტეფანე მთავარდიაკონისა (415); ღირ. ფილოთეოსისა, მცირე აზიელი ხუცისა (X). ცისკ. - ლკ. 24 დას. VI, 17-23. ლიტ. - ეფ. 223 დას. III, 8-21. მკ. 51 დას. XI, 23-26 (ოთხშაბათისა). ეფ. 225 დას. IV, 14-19. მკ. 52 დას. XI, 27-33 (ხუთშაბათისა). ღირ. - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 43 დას. XI, 27-30. საღამოს მსახურება: IX ჟამი - დიდი მწუხრი - სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი - დიდი ცისკარი - I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი - VI ჟამი - საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან. კვირის ციკლისა --- არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლისა --- ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „სადიდებლიანის“ (IV რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი: - ტროპარი და კონდაკი: დღესასწაულისა. დიდი მწუხრი: - „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ - იკითხება. - „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება. - „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი. - „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება II ჴმაზე). - „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებელნი 8 მუხლად: - დღესასწაულისა - 4 მუხლი (ჴმა II). - ღირსისა - 4 მუხლი (ჴმა VI). „დიდება“ ღირსისა: „ღირსო მამაო...“ (ჴმა V). „აწ და“ დღესასწაულისა: „მოვედით დღეს...“ (ჴმა VI). - შესვლა საცეცხლურით.13 - წარდგომა - დღისა. - საწინასწარმეტყველო - 3 ღირსისა. - „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ ღირსისა: „გიხარიდენ შენ...“ (ჴმა V). „აწ და“ დღესასწაულისა: „ხმა წინასწარმეტყველისა...“ - „აწ განუტევე“. - შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი ღირსისა: „იხარებს დღეს...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი...“ (ჴმა IV). დიდი ცისკარი: - „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე). ტროპარი დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი...“ 2-გზის (ჴმა IV). „დიდება“ ღირსისა: „იხარებს დღეს...“ (ჴმა IV). „აწ და“ დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი...“ (ჴმა IV). - რიგითი კანონები: მე-13 და მე-14. - რიგითი კანონები შემდეგ მცირე კვერექსები. - წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - დღესასწაულისა. „დიდება“„აწ და“ იგივე. - „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები). - „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან). - „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: „სამებისა ქადაგო...“ (ჴმა III). „დიდება“ მისივე: „მამაო წმიდაო...“ (ჴმა IV). „აწ და“ მისივე: „დაუკვირდა იოსებს...“ (ჴმა VI). - I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა). - წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ (ხმა VII). მუხლი: „რაი მივაგო უფალსა ყოველისათვის რომელი ესე მომაგო მე“. - საცისკრო სახარება: ლკ. 24 დას. VI, 17-23. - 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა...“ „აწ და“ - „მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - „სიმხნით იღვაწე...“ - „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - დღესასწაულისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის). II კანონი - ღირსისა - 8 მუხლად (ძლისპირის გარეშე). - კატავასია: „ჯვარი დასახა მოსე...“ - „უმცირესი“: „უგალობდით უფალსა“. - შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი დღესასწაულისა. - წარდგომა ღირსისა: „იხარებდ შუამდინარეო...“ (ჴმა VIII). „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „შენ სამგზის...“14 - შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): კონდაკი და იკოსი ღირსისა (ჴმა VIII). - შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. - შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): - „განმანათლებელი“ ღირსისა: „ნათელმან უსხეულომან....“ „დიდება“ მისივე: „უბიწომან მოქალაქობამან....“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ჯუარო მფარველო...“ - „ყოველი სული“ - იგალობება. - „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - დღესასწაულისა - 3 მუხლი. - ღირსისა - 3 მუხლი. „დიდება“ ღირსისა: „შეხვედ მამაო...“ „აწ და“ დღესასწაულისა: „მერანს სიმწარე...“ - „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი ღირსისა: „იხარებს დღეს...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი...“ (ჴმა IV). ჟამებზე: - ტროპარები: დღესასწაულისა და ღირსისა. - კონდაკები: დღესასწაულისა და ღირსისა (მონაცვლეობით). ლიტურგია: - „გამომსახველობითი ანტიფონები“. - „ნეტარებების“ გალობას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - დღესასწაულის კანონის I გალობიდან - 4 მუხლი, - ღირსის კანონის III გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი. შესვლად: ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა: ტროპარები: - დღესასაწულისა; - ღირსისა. კონდაკები: - „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - დღესასაწულისა. ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - დღესასწაულისა; - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: - დღესასწაულისა;15 „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - ტაძრისა. გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - დღესასაწულისა; - ტაძრისა; - ღირსისა. კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - ღირსისა; „აწ და“ - დღესასწაულისა. წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და ღირსისა. სამოციქულო და სახარება - დღისა და ღირსისა. წარდგომა (ჴმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს“. მუხლი: „უფალი სუფევს განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქვეყანა“. წარდგომა (ჴმა VII): „პატიოსან არს წინაშე უფლისა, სიკვდილი ღირსთა მისთა“ ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“ მუხლი: „ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩუენმან წინა საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა“. ალილუია (ჴმა VI): „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, და მცნებათა მისთა ინებოს ფრიად“. განიცადე: „გამოსჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისა უფალო“. განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს“. „ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულისა ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი ყოვლად პატიოსანსა...“ და IX გალობის ძლისპირი: „საიდუმლო სამოთხე ხარ ღმრთისმშობელო...“
2023 წელი 16 (29) სექტემბერი პარასკევი ჯვართამაღლების შემდგომი დღესასწაული ხსენება: მოწ. ორთა ძმათა - ისააკ და იოსებ ქართველთა, კარნუ ქალაქში წამებულთა (808); დიდმოწ. ეფემია ყოვლადქებულისა (305); მოწ. სებასტიანასი (86-96); მოწ. მელიტინასი (138-161); მოწ. ვიქტორისა და სოსთენისა (დაახ. 304); ღირ. დორო-თესი, ეგვიპტელი მეუდაბნოისა (IV); მოწ. ლუდმილასი, ჩეხეთის დედოფლისა (927). ლიტ. - ეფ. 216 დას. I, 1-9. მკ. 30 დას. VII, 24-30. მოწ. – 1 კორ. 156 დას. XIV, 20-25. მთ. 104 დას. XXV, 1-13. საღამოს მსახურება: IX ჟამი - მწუხრის ჟამი - სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი - ცისკრის ჟამი - I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი - VI ჟამი - საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება - - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოწამეთა). კვირის ციკლისა --- არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლისა --- ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „დიდებამაღალიანის“ (III რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი: - ტროპარი: დღესასწაულისა და ღირსისა. - კონდაკი: ღირსისა. მწუხრი: - „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება. - „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იკითხება. - რიგითი კანონი - მე-15. - „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება IV ჴმაზე). - „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა IV, იხ. ძვ. სტ. 16 სექტემბრის საკითხავები). - მოწამეთა - 3 მუხლი (ჴმა IV). „დიდება” მოწამეთა: „მხედრობაი საღმრთოჲ...“ (ჴმა I). „აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს წმინდა იქმნებიან...“ (ჴმა VI). - შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.17 - წარდგომა - დღისა. - „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება“ მოწამეთა: „მოვედით კრებულნო...“ (ჴმა III). „აწ და“ დღესასწაულისა: „რომელიცა ძველად...“ (ჴმა VIII). - „აწ განუტევე“. - შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: ტროპარი მოწამეთა (ჴმა IV): „სარწმუნოება ჭეშმარიტი კადნიერად აღუვარეტ წინაშე მძლავრთა და საღმრთოთა ვნებათა ზიარ და ყოფადისა სუფევისა მემკვიდრე გამოსჩნდით, წმიდანო მოწამენო, ისააკ და იოსებ, ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა, რათა მოწყალე გუექმნას ჩუენ, პატივისმცემელთა სახსენებელისა თქუენისათა“. „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო...“ (ჴმა I). ცისკარი: - „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე). ტროპარი დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო...“ (ჴმა I) 2-გზის. „დიდება“ მოწამეთა: „სარწმუნოება ჭეშმარიტი...“ (ჴმა IV). „აწ და“ დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო...“ (ჴმა I). - რიგითი კანონები: მე-19 და მე-20. - რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. - წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - დღესასწაულისა. „დიდება“ „აწ და“ - იგივე. - 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი - 2-გზის). II კანონი - მოწამეთა - 6 მუხლად (ძლისპირის გარეშე). - კატავასია: „ჯვარი დასახა მოსე...“. - „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. - შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი დღესასაწაულისა (თვით დღესასწაულის განგებაში იძიე). - წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „შორის ედემისა...“ (ჴმა VIII). - შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი მოწამეთა: „ანგელოზთა მწყობრსა თანა შეერთებულ გყვნა, მოწამენო, უარისყოფამან ხორცთამან და გონებისა სამთავროისა უბიწოდ დაუმონებელ დაცვამან, რომლისათვის, ყოვლადმხნეო ისააკ, იოსების თანა უძლეველისა, ნუ დასცხრები ოხად შემსხმელთა თქუენთა“ (ჴმა III). შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითე-ბული არ არის.. - შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. - შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა). - „განმანათლებელი“ მოწამეთა: „ღმრთისმსახურებისა სუეტთა...“ 2-გზის. „დიდება“ „აწ და“ დღესასწ.: „ნათლისა მცხინვარება...“18 - „ყოველი სული“ - იგალობება. - „აქებდითსა“ ზედა დასდებლები: 6 მუხლად: - დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები) (ჴმა II). - მოწამეთა - 3 მუხლი. „დიდება“ მოწამეთა: „ღვაწლითშემოსილნო, მტერთა მათ...“ (ჴმა IV). „აწ და“ დღესასწაულისა: „დღეს ვითარცა ჭეშმარიტ-არს...“ (ჴმა II, „აღვივსენითსა“-ზედა დასდებლების „აწდა“). - „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. ტროპარი მოწამეთა: „სარწმუნოება ჭეშმარიტი...“ (ჴმა IV). „დიდება”„აწ და” დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო...“ (ჴმა I). ჟამებზე: - ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა. - კონდაკები: დღესასწაულისა და მოწამეთა (მონაცვლეობით). ლიტურგია: - „გამომსახველობითი ანტიფონები“. - III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად: - დღესასწაულის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით). - მოწამეთა VI გალობიდან - 4 მუხლი, თავის „დიდება“ „აწ და“- თი. შესვლად: „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ ... ხორციელად ჯვარცმულო... ალილუია“. ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა: ტროპარები: - დღესასწაულისა; - მოწამეთა. კონდაკები: „დიდება“ - მოწამეთა; „აწ და“ - დღესასწაულისა. ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - დღესასწაულისა; - ტაძრისა; - მოწამეთა. კონდაკები: - დღესასწაულისა; „დიდება“ - მოწამეთა; „აწ და“ - ტაძრისა. გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - დღესასწაულისა; - ტაძრისა; - მოწამეთა.19 კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - მოწამეთა; „აწ და“ - დღესასწაულისა. წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღესასწაულისა და მოწამეთა. სამოციქულო და სახარება - დღისა და მოწამეთა. წარდგომა (ჴმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს“. მუხლი: „უფალი ჰსუფევს განრისხნედ ერნი“. წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“. ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“. მუხლი: „ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩვენმან წინასაუკუნეთმან შექმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა“. ალილუია: (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათა და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“. განიცადე: „გამოსჩნდა ჩვენ ზედა ნათელი პირისა შენისა უფალო“. განიცადე: „იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდესა მისისასა“. „ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი...“ და IX გალობის ძლისპირი: „საიდუმლო სამოთხე ხარ ღმრთისმშობელო...“.
2023 წელი 17 (30) სექტემბერი შაბათი ჯვართამაღლების შემდგომი შაბათი ხსენება: მოწ. პისტისა, ელპიდისა, აღაპისა და დედისა მათისა სოფიოსი (დაახ. 137); მოწ. თეოდოტიასი (დაახ. 230) და აღათოკლიასი; 156 მოწამეთა - პელიოს და ნილოს ეგვიპტელ ეპ., ზენონ ხუცისა, პატერმუთისა, ილიასი და სხვათა (310). ლიტ. – ჯვართამაღ. შემდ. შაბ.: 1 კორ. 125 დას. (შუათაგან) I, 26-29. ინ. 30 დას. VIII, 21-30. რიგ. - 1 კორ. 156 დას. XIV, 20-25. მთ. 104 დას. XXV, 1-13. საღამოს მსახურება: IX ჟამი - მწუხრის ჟამი - სერობის ჟამი. დილის მსახურება: შუაღამის ჟამი - ცისკრის ჟამი - I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი - VI ჟამი - საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან და საზიარო თვენიდან (მოწამეთა). კვირის ციკლისა --- არ აღესრულება. სადღეღამისო ციკლისა --- ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, შვიდეულის სადაგ დღეს „მცირე წმიდის“ (I რანგი) მსახურება. შენიშვნა: სერობისა და შუაღამის ჟამები სამრევლო ტაძრებში არ აღესრულება.
IX ჟამი: - ტროპარები: დღესასწაულისა და მოწამეთა. - კონდაკი: მოწამეთა. მწუხრი: - „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ 3-გზის - იკითხება. - „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (103-ე ფსალმუნი) - იკითხება. - რიგითი კანონი - მე-18. - „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება I ჴმაზე). - „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად: - დღესასწაულისა - 3 მუხლი (ჴმა I). - მოწამეთა - 3 მუხლი (ჴმა IV). „დიდება“ დღესასწაულისა: „თხემისა ადგილსა...“ (ჴმა I). „აწ და“ ღმრთისმშობლისა, დოგმატიკონი (წარსაგზავნი ხმისა, ჴმა VII): „უაღრეს ბუნებათა...“21 - შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება. - წარდგომა - დღისა. - „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავისი ჩასართავებით). „დიდება, აწ და“ დღესასწაულისა: „წინასწარ გამოსახა...“ (ჴმა I). - შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“-სი: ტროპარი დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი...“ (ჴმა I) 1-გზის. ცისკარი: - „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე). ტროპარი დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი...“ (ჴმა I) 2-გზის. „დიდება, აწ და“ - იგივე ტროპარი. - რიგითი კანონები: მე-16 და მე-17. მე-17 კანონის დროს აღესრულება კმევა ტაძრისა. - რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. - წარდგომები შემდგომად სტიხოლოღიებისა - სადღესასწაულოდან. „დიდება“ „აწ და“ - იგივე. - 50-ე ფსალმუნი. საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა) I კანონი - დღესასწაულისა - 8 მუხლად (ძლისპირი 2-გზის). II კანონი - მოწამეთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე). - კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მოწამეთა კანონის ძლისპირი - „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. - შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი მოწამეთა: „სოფია პატიოსნისა რტოთა...“ (ჴმა I). შენიშვნა: საეკლესიო ტიბიკონის მოთხოვნის შესაბამისად, კონდაკის შემდეგ იკოსიც უნდა იქნას ამოკითხული, რასაც ვერ ვახერხებთ, რადგან საზიარო თვენში იგი მითითებული არ არის. - წარდგომა მოწამეთა: „მხნეთა მხედართა...“ (ჴმა IV). „დიდება“ „აწ და“ დღესასწაულისა: „საჭურველი ჯვარისა...“ (ჴმა I). - შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი: დღესასწაულისა (თვით დღესასწაულის განგებაში იძიე). - შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. - შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა). - „განმანათლებელი“ დღესასწაულისა: „ჯვარო მფარველო...“ (ჴმა I, ძვ. სტ. 17 სექტემბერი). „დიდება“ „აწ და“ იგივე. - „აქებდით უფალსა ცათაგან“ - იკითხება (დასდებლების გარეშე). „დიდება“ „აწ და“ - „შენდა დიდება შვენის ქრისტე ღმერთო ჩვენო...“. - „დიდებამაღალიანი“ - იკითხება. - „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: დღესასწაულისა (თავის ჩასართავებით). „დიდება“ „აწ და“ მისივე: „მოვედით დღეს ყოველნი...“ (ჴმა II). - „კეთილ არს აღსარებად უფლისა“ - 1 გზის. ტროპარი დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი...“ (ჴმა I) – 1-გზის.22 ჟამებზე: - ტროპარები – დღესასწაულისა. - კონდაკი - დღესასწაულისა. ლიტურგია: - „გამომსახველობითი ანტიფონები“. - III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“ - დღესასწაულის IV გალობიდან – 6 მუხლი (ძლისპირით) თავისი „დიდება“ „აწ და“- თი. შესვლად: „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ ... ხორციელად ჯვარცმულო... ალილუია“. ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა: ტროპარი: - დღესასწაულისა; კონდაკები: „დიდება“ - მოწამეთა; „აწ და“ - დღესასწაულისა. ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელობისაა: ტროპარები: - დღესასწაულისა; - ტაძრისა; კონდაკები: - დღესასწაულისა; „დიდება“ - მოწამეთა; „აწ და“ - ტაძრისა. გ) თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - დღესასწაულისა; - ტაძრისა; - მოწამეთა. კონდაკები: - ტაძრისა; „დიდება“ - მოწამეთა; „აწ და“ - დღესასწაულისა. წარდგომა, ალილუია და განიცადე – დღესასწაულისა. სამოციქულო და სახარება – ჯვართამაღლების შემდგომი შაბათისა და დღისა. წარდგომა (ჴმა VII): „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის-ჰსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს“. მუხლი: „უფალი ჰსუფევს განრისხნედ ერნი“. ალილუია (ჴმა I): „მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან“. მუხლი: „ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩვენმან წინასაუკუნეთმან შექმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა“. განიცადე: „გამოსჩნდა ჩვენ ზედა ნათელი პირისა შენისა უფალო“. „ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი...“ და IX გალობის ძლისპირი: „საიდუმლო სამოთხე ხარ ღმრთისმშობელო...“.
2023 წელი 18 სექტემბერი (1 ოქტომბერი) ხმა VIII ჯვართამაღლების შემდგომი კვირა ხსენება: წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინა ჩოლოყაშვილისა და წმიდათა მოწამეთა შალვასი და ელიზბარისა, ქსნის ერისთავთა (1661); ღირ. ევმენიოსისა, გორტინელი ეპ. (VII); მოწ. არიადნასი (II); მოწ. სოფიოსი და ირინესი (III); მოწ. კასტორისა. ცისკ. – სახ. მე-6, ლკ. 114 დას. XXIV, 36-53. ლიტ. ჯვართამაღ. შემდ. კვ.: გალ. 203 დას. II, 16-20. მკ. 37 დას. VIII, 34- IX, 1. მოწ. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. ლკ. 106 დას. XXI, 12-19. საღამოს მსახურება: IX ჟამი - მცირე მწუხრი. ღამისთევის მსახურება: დიდი მწუხრი - დიდი ცისკარი - I ჟამი. დღის მსახურება: III ჟამი - VI ჟამი - საღმრთო ლიტურგია. წლის ციკლის მსახურება აღესრულება - - სადღესასწაულოდან. კვირის ციკლისა --- პარაკლიტონიდან. სადღეღამისო ციკლისა --- ჟამნიდან. დროითი ინტერვალი: საპასექო წლის II პერიოდი. ტიპიკონი: დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, კვირას „სადიდებლიანი“ (IV რანგი) მსახურება.
IX ჟამი: დიდი მწუხრი: - „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ - იგალობება. - „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ - იგალობება. - „ნეტარ არს კაცი“ - I კანონი სრულიად. - „უფალო ღაღად-ვჰყავ“ (იგალობება VIII ხმაზე). - „უფალო ღაღად-ვჰყავ“ - სა ზედა დასდებლები - 10 მუხლად: - აღდგომისა - 3 მუხლი (ჴმა VIII). - დღესასწაულისა - 3 მუხლი (იხ. ძვ. სტ. 18 სექტემბერი, ღირსი ევმენის საკითხავებიდან: „ამაღლდი ჯუარსა ზედა...“). - წმ. მთავარმოწამისა ბიძინასი - 2 მუხლი (ჴმა IV) და - წმ. ერისთავთა - 2 მუხლი (ჴმა იგივე). „დიდება“ წმ. ბიძინასი: „დღეს რტოთა ზეციერისა...“ (ჴმა II). „აწ და“ ღმრთისმშობლისა „დოგმატიკონი“ (მიმდინარე ხმისა): „მეუფე ცათა კაცთმოყვარებისა-თვის...“ (ჴმა VIII). - შესვლა საცეცხლურით. - წარდგომა დღისა. - „სტიქარონსა“ ზედა დასდებლები: აღდგომისა (მიმდინარე ხმისა).24 „დიდება“ წმ. ერისთავთა: „აჰა ესერა მომიწოდს ჩვენ...“ (ჴმა IV). „აწ და“ დღესასწაულისა: „პატიოსნისა ჯვარისა...“ (ჴმა IV, იხ. ძვ. სტ. 18 სექტემბერი, ღირსი ევმენის საკითხავებიდან, „სტიქარონსა“-ზედა დასდებლების „აწდას“ მუხლი). - „აწ განუტევე“. - შემდგომად ლოცვისა „მამაო ჩვენო“: - „ღმრთისმშობელო ქალწულო“ - 2-გზის. ტროპარი დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი...“ (ჴმა I) – 1-გზის. დიდი ცისკარი: - „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ხმაზე). ტროპარი აღდგომისა: „მაღლით გარდამოხედ...“ - 2-გზის (ჴმა VIII). „დიდება“ მოწამეთა: „ღვაწლით შემოსილნო...“ (ჴმა II). „აწ და“ დღესასწაულისა: „აცხოვნე უფალო ერი...“ (ჴმა I). - რიგითი კანონები: მე-2 და მე-3. - რიგითი კანონების შემდეგ მცირე კვერექსები. - წარდგომები შემდგომად სტიქოლოღიებისა - პარაკლიტონიდან. „დიდება“ „აწ და“ - მისივე. ჩასართავები: - შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომისა: „აღსდეგ უფალო ღმერთო ჩვენო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად“. - შემდგომად II სტიქოლოღიისა წარდგომისა: „აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი“. - „სადიდებელი“ მე-19 კანონი. - „გადიდებსა“ მოწამეთა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით დავითნიდან). - აღდგომის ტროპარები: „გუნდნი ანგელოზთანი...“ „ჰოი მოწაფენო...“ და ა.შ - იპაკო (ჴმა VIII). - წარდგომა წმ. მთავარმოწამისა ბიძინასი (შემდგომად სადიდებელისა), „დიდება“ - წარდგომა - ერისთავთა. „აწდა“ დღესასწაულისა: „მრავლითა შეცოდებითა...“(იქვე) ან „განიპყრნა ხელნი...“ ან ძელსა ზედა...“ (იხ. ძვ. სტ. 18 სექტემბერი, ღირსი ევმენის საკითხავებიდან წარდგომები შემდგომად I და II სტიქოლოგიებისა). - ანტიფონები (ჴმა VIII). - წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონ თესლითი თესლამდე“ (ჴმა VIII). მუჴლი: „აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა“. - საცისკრო სახარება: სახ. მე-6, ლკ. 114 დას. XXIV, 36-53. - „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ...“ - 50-ე ფსალმუნი. „დიდება“ - „მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო...“ „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“ - „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“). - „აღდგა რა იესო განთიად...“ - „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)25 I კანონი აღდგომისა - 4 მუხლი (ძლისპირით). II კანონი დღესასწაულისა - 4 მუხლი (ძლისპირის გარეშე). III კანონი წმ. ბიძინასი – 3 მუხლი (ძლისპირის გარეშე). IV კანონი წმ. ერისთავთა - 3 მუხლად (ძლისპირის გარეშე). - კატავასია - „ჯვარი დასახა მოსე“. - „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. - შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა): - კონდაკი და იკოსი – დღესასწაულისა (თვით დღესასწაულის განგებაში იძიე). - კონდაკი და იკოსი - წმ. ბიძინასი: „მოწყლული სურვილითა...“ და „განწყვედს დუმილისა საბელსა...“ (შემდგომად VI გალობისა წერია). კონდაკი და იკოსი - წმ. ერისთავთა: „გიხაროდენ მოწამენო...“ და „საღმრთოისა სურვილისა...“ წარდგომა წმ. ბიძინასი: „საუკუნეთა კეთილთა...“ „დიდება“ წმ. ერისთავთა: „ამაღლდა და განძლიერდა გუნდი...“ „აწ და“ დღესასწაულისა „რომელმან განზრახვით ჯვარცმა...“ (იხ. ძვ. სტ. 18 სექტემბერი, ღირსი ევმენის საკითხავებიდან, შემდგომად III გალობისა). - შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა): - კონდაკი და იკოსი აღდგომისა (ჴმა VIII). - შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“. - შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): - „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი...“ - თავისი მუხლებით. - „განმანათლებელი“ აღდგომისა (ათერთმეტთაგანი) (VI). - „განმანათლებელი“ წმ. მთავარმოწამისა ბიძინასი: „ვითარცა ვაზი...“ „დიდება“ წმ. ერისთავთა: „რომელნი ჰსჯულიერითა ღუაწლითა...“ „აწ და“ დღესასწაულისა: „ნათლისა მცხინვარება...“ (იხ. ძვ. სტ. 18 სექტემბერი, ღირსი ევმენის საკითხავებიდან). - „ყოველი სული“ - იგალობება. - „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 8 მუხლად: - აღდგომისა - 4 მუხლი (ჴმა VIII). - წმიდათა - 4 მუხლი („დიდების“ მუხლის ჩათვლით). „დიდება“ გერი (ათერთმეტთაგანი) (VI). „აწ და“ - „უმეტესად კურთხეულ ხარ შენ...“ (ჟამნიდან). - „დიდებამაღალიანი“ - იგალობება. - ტროპარი ლუწი ხმისა. ჟამებზე: I ჟამზე: - ტროპარები: აღდგომისა (ხმა VIII) და დღესასწაულისა. - კონდაკი: დღესასწაულისა. III ჟამზე: - ტროპარები: აღდგომისა (ხმა VIII ) და მოწამეთა.26 - კონდაკი: აღდგომისა. VI ჟამზე: - ტროპარები: აღდგომისა (ხმა VIII) და დღესასწაულისა. - კონდაკი: მთავარმოწამისა ბიძინასი. IX ჟამზე: - ტროპარები: აღდგომისა (ხმა VIII) და მოწამეთა. - კონდაკი: წმიდათა ერისთავთა. ლიტურგია: - „გამომსახველობითი ანტიფონები“. - III აღსავალზე („ნეტარებების“ გალობას) ჩაერთვის „მომიხსენენი“: - მიმდინარე ხმისა - 4 მუხლი, - დღესასწაულის კანონის V და VI გალობებიდან - 4 მუხლი, - წმ. ბიძინას კანონის III გალობიდან - 2 მუხლი, - წმ. ერისთავთა კანონის VI გალობიდან - 2 მუხლი. შესვლად: „აღდგომილო მკვდრეთით...“ ა) თუ ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა: ტროპრები: - აღდგომისა; - დღესასწაულისა. - მოწამეთა; კონდაკები: - აღდგომისა; - წმ. ერისთავთა; „დიდება“- წმ. ბიძინასი; „აწ და“ - დღესასწაულისა. ბ) თუ ტაძარი ღმრთისმშობლის ან რომელიმე წმიდის სახელობისაა: ტროპარები: - აღდგომისა; - დღესასწასულისა; - ტაძრისა; - მოწამეთა; კონდაკები: - აღდგომისა; - ტაძრისა; - წმ. ერისთავთა; „დიდება“- წმ. ბიძინასი; „აწ და“ - დღესასწაულისა.27 წარდგომა და ალილუია – აღდგომისა და მოწამეთა. სამოციქულო და სახარება – ჯვართამაღლების შემდგომი კვირისა და მოწამეთა. განიცადე - კვირისა და მოწამეთა. წარდგომა (ჴმა VIII): „ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა“. მუხლი: „განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი“. წარდგომა (ჴმა IV): „წმიდათა რომელნი არიან ქვეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის“. ალილუია (ჴმა VIII): „მოვედით უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩუენისა“. მუხლი: „აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას“. ალილუია (ჴმა IV): „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნნა იგინი“. განიცადე: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა“ განიცადე: „იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და აუვარებდით სახენებელსა სიწმიდისა მისისასა“. „ღირს არსის“ ნაცვლად იგალობება დღესასწაულის ჩასართავი: „ადიდებს სული ჩემი...“ და IX გალობის ძლისპირი: „საიდუმლო სამოთხე ხარ ღმრთისმშობელო...“. მასალა აღებულია ფეისბუკ გვერდიდან: "მედავითნეთათვის". დიდი მადლობა ნინო ბაკურაძეს.
© 2004-2023 თვენი.ge. საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებისას დაგვიკავშირდით ან მიუთითეთ პირველწყარო.
✟ მინი საეკლესიო კალენდარი განახლდა 2021 წლის 6(19) ივლისს! ✟